May 14, 2024

თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა

თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საუბარია რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემებზე, რომლებიც თებერვლის დასაწყისიდან ითხოვდნენ ნებართვას, რათა ბოსფორის სრუტე გაევლოთ.

როგორც მედია იუწყება, ანკარამ მათ ამის უფლება არ მისცა.

 

რუსული სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და დიდი ნავსაწინააღმდეგო გემი „ადმირალი ტრიბუცი“ 6 ნოემბერს სინგაპურის სრუტეში შენიშნეს, საიდანაც ვლადივოსტოკისკენ მიემართებოდნენ.

 

ამასთან, როგორც შავი ზღვის სტრატეგიული ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეი კლიმენკო „ტვიტერში“ წერს, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები შავ ზღვაში შესვლას ცხრა თვე ელოდებოდნენ.

წაკითხვა 165 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.