May 14, 2024

"ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებდეს"

ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებდეს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

“ქმედებები უფრო ხმამაღალია, ვიდრე სიტყვები. ჩვენ არ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებდეს. რუსეთის დაჯგუფების ნაწილი ქალაქშია და რეგიონში ჩადიან დამატებითი რეზერვები. უკრაინა ტერიტორიებს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ათავისუფლებს და არა სატელევიზიო განცხადებებზე”, - წერს პოდოლიაკი.

 

შეგახსენებთ, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონის დატოვების თაობაზე ბრძანება გასცა. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის სერგეი სუროვიკინის განცხადებით, გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების შეფასების შემდეგ იქნა მიღებული.

წაკითხვა 134 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.