May 14, 2024

როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები სტამბოლში მომხდარ აფეთქებას

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო, გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თურქ ხალხს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“ წერს.

 

მისი თქმით, შეერთებული შტატები თურქი მოკავშირეების გვერდით დგას.

 

სტამბოლში მომხდარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკიც ეხმაურება.

 

”ჩემი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, რომლებსაც უბრალოდ სურდათ ისტიკლალის სავაჭრო ქუჩაზე გასეირნება და სერიოზული აფეთქების მსხვერპლი გახდნენ”,- აცხადებს ბერბოკი.

 

მომხდარის გამო მწუხარება გამოხატა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.

 

„ვიზიარებთ თქვენ ტკივილს. გისამძიმრებთ. ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს მაკრონი „ტვიტერზე“.

 

"ნატო სოლიდარობას უცხადებს თურქეთს",- ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

„შოკისმომგვრელი კადრები სტამბოლიდან. ჩემი ფიქრები და ღრმა მწუხარება ყველა დაზარალებულს და თურქ ხალხს. ნატო სოლიდარობას უცხადებს ჩვენ მოკავშირე თურქეთს“, – წერს სტოლტენბერგი.

 

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში ტერაქტს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 81 კი დაშავდა. დაშავებულებიდან 50 საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხუთი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მისივე თქმით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ.

წაკითხვა 155 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.