"კარგი იქნებოდა, პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩასულიყო, თუმცა მაშინ კრიტიკის მოსმენა პირადად მოუწევდა"

გერმანიის კანცლერის თქმით, კარგი იქნებოდა, პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩასულიყო, თუმცა მაშინ რუსეთის პრეზიდენტს კრიტიკის მოსმენა პირადად მოუწევდა. ოლაფ შოლცის განცხადებას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.

„კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი პუტინი თავად ჩასულიყო „დიდი ოცეულის“ სამიტზე, თუმცა მაშინ მას მოუწევდა, პირადად მოესმინა ყველა კითხვა და კრიტიკა, რომელიც მის მიმართ სახელმწიფოების უმეტესობას აქვს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ არ არის აქ პუტინი“, – განაცხადა შოლცმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ პუტინის უარი, ჩავიდეს „დიდი ოცეულის“ სამიტზე, სხვა ქვეყნებს არ შეუშლის ხელს, გააკრიტიკონ რუსეთის დამპყრობლური ომი უკრაინაში, მოუწოდონ მოსკოვს, გაიყვანოს სამხედროები უკრაინიდან და შექმნას პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

წაკითხვა 154 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.