"ზელენსკის განცხადება რომ „მინსკი-3“ არ იქნება, აბსოლუტურად ადასტურებს, რომ კიევს მოლაპარაკებები არ სურს"

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ „მინსკი-3“ არ იქნება, ადასტურებს კიევის პოზიციას, რომ მოლაპარაკებები არ სურს, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ზელენსკის ეს სიტყვები პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების გამართვა არ სურთ, პესკოვმა უპასუხა „აბსოლუტურად ადასტურებს“.

 

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთის სიტყვებს ვერავინ ენდობა.

 

„მინსკი-3“ არ იქნება, რომელსაც რუსეთი ხელმოწერისთანავე დაარღვევს. თუ არ არსებობს კონკრეტული ქმედებები მშვიდობის აღსადგენად, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უბრალოდ სურს მოგატყუოთ ყველა თქვენგანი, მოატყუოს მსოფლიო და გაყინოს ომი სწორედ მაშინ, როდესაც მისი დამარცხებები განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა. არ დავუშვებთ, რუსეთმა გააძლიეროს თავისი ძალები და შემდეგ დაიწყოს ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერია. დარწმუნებული ვარ, ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დესტრუქციული ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

წაკითხვა 139 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.