"უკრაინა კატეგორიულ უარს ამბობს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე და აყენებს პირობებს"

უკრაინაში სიტუაციის მოგვარების ყველა პრობლემა მოდის კიევიდან, რომელიც არარეალურ პირობებს აყენებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ინდონეზიაში, „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამიტის ფარგლებში ხანმოკლე საუბარი ჰქონდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

 

„მათ კარგად იციან, რომ უკრაინა ანელებს ამ პროცესს. კიევმა, სხვა საკითხებთან ერთად, აკრძალა რუსეთთან მოლაპარაკება ზელენსკის განკარგულებით. უკრაინა კატეგორიულ უარს ამბობს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე და აყენებს პირობებს, რომელიც აშკარად არარეალური და არაადეკვატურია ამ სიტუაციაში“, - აღნიშნა ლავროვმა.

 

მისი თქმით, დასავლეთმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებების პროვოცირება მოახდინეს და არა პირიქით.

 

„რაც უფრო მეტს საუბრობენ ისინი არაპროვოცირებულ აგრესიაზე, მით უფრო მეტად რწმუნდება ყველა, რომ ეს მათ მიერ იყო პროვოცირებული“, - განაცხადა ლავროვმა.

 

მისი მტკიცებით, რუსეთის „ოპერაციის“ მიზანი დონბასში რუსული მოსახლეობის დაცვაა.

 

„ეს არ არის აგრესია, ეს არის ოპერაცია რუსეთის საზღვრებზე არსებული საფრთხის გამო რუსეთის უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად და დონბასში რუსული მოსახლეობის დასაცავად”, - აღნიშნა ლავროვმა.

 

მან ნატო და ევროკავშირი უკრაინის ომში ჩარევაში დაადანაშაულა.

 

”მიმაჩნია, რომ ნატო და ევროკავშირი დიდი ხანია მონაწილეობენ უკრაინაში ჰიბრიდულ ომში, ჰიბრიდულ კონფლიქტში იარაღის მიწოდებით და სამხედრო მოსამსახურეების წვრთნით და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებით,” - აღნიშნა ლავროვმა.

წაკითხვა 146 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.