"არის ზოგადი შთაბეჭდილება, რომ ეს რაკეტა რუსული წარმოების არ არის"- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის სერიოზულად აღიქვამს რუსეთის უარყოფას პოლონეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობაზე. თურქეთის პირველი პირის თქმით, ეს სავარაუდოდ, ტექნიკური შეცდომის შედეგი იყო.

ერდოღანმა აღნიშნული განცხადება ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამოსვლისას გააკეთა.

 

„მე გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შევხვდი. არის ზოგადი შთაბეჭდილება, რომ ეს რაკეტა რუსული წარმოების არ არის“, - აღნიშნა ერდოღანმა.

 

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, დაჟინებით არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს რაკეტა რუსეთიდან გაუშვეს. მისივე თქმით, ეს პროვოკაცია იქნება.

 

„მშვიდობა შეიძლება დამყარდეს მხოლოდ დიალოგით და ჩვენ გვსურს დიალოგის დამყარება“, - დასძინა ერდოღანმა.

წაკითხვა 155 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 16 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.