უკრაინელებმა დნიპროს მარცხენა სანაპიროზე რუსულ ძალებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალები, გასული დღის განმავლობაში, თავს დაესხნენ ოკუპანტებს დნიპროს მარცხენა სანაპიროზე და კინბურნსკა კოსას ტერიტორიაზე, - ინფორმაციას უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 50-ზე მეტი საცეცხლე მისია შეასრულეს.

 

„თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა განახორციელეს შეტევები მტრის პოზიციებზე და ცოცხალი ძალის, აღჭურვილობისა და იარაღის კონცენტრაციის უბნებზე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე და კინბურნსკა კოსას ტერიტორიაზე“, - აცხადებენ სარდლობაში.

 

მათივე ცნობით, უკრაინელების შეტევის შედეგად ლიკვიდირებულია 17 ოკუპანტი, განადგურდა და დაზიანდა 15 ჯავშანმანქანა, ორი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და Orlan-10 ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.

 

გარდა ამისა, უკრაინელებმა ნოვაია კახოვკასა და ოლეშკიში რუსული ძალების საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს.

წაკითხვა 151 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 16 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.