May 14, 2024

"როგორ შეიძლება ლუგანსკის რესპუბლიკაში მცხოვრები გოგონა, გვარად ფიოდოროვა, განსხვავდებოდეს ნოვოსიბირსკში, სანკტ-პეტერბურგსა ან მოსკოვში მცხოვრები იგივე გვარის გოგონებისგან?"

რუსეთის ახალი რეგიონების მცხოვრებლები ჩვენი ხალხია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ დასახმარებლად, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი ხდება, რატომ დავუჭირეთ მხარი და საბოლოოდ რატომ გადავწყვიტეთ დონეცკისა და ლუგანსკის და კიდევ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, მათი მიღება რუსეთის ფედერაციაში. ავიღოთ, მაგალითად ახალგაზრდა ქალბატონები. როგორ შეიძლება გოგონა, რომლის გვარი ფიოდოროვაა და ცხოვრობს ლუგანსკის რესპუბლიკაში, განსხვავდებოდეს ნოვოსიბირსკში, სანკტ-პეტერბურგში ან მოსკოვში მცხოვრები გოგონებისგან, რომელთა გვარიც ფიოდოროვაა? ის არაფრით განსხვავდება! ისინი ჩვენი ხალხია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასახმარებლად“, - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიაზე ფსევდო-რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა.

წაკითხვა 193 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.