May 14, 2024

რუსეთის საოკუპაციო ძალები ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს დონეცკის ოლქში, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით ახორციელებს

რუსეთის საოკუპაციო ძალები ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს დონეცკის ოლქში, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით ახორციელებს.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი აქტიურად იყენებს ავიაციას სახმელეთო ჯგუფების მხარდასაჭერად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან რუსეთის არმიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

 

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა განახორციელეს ორი სარაკეტო და ათი საჰაერო დარტყმა, ასევე სამჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და შეხების ხაზის გასწვრივ დასახლებულ პუნქტებზე. კერძოდ, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ კრამატორსკში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე.

 

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა „გრადის“ სისტემებით დნეპროპეტროვსკის ოთხი დასახლება დაბომბეს.

 

უკრაინის არმიის კონტრშეტევითი ოპერაციის ფარგლებში, ხერსონის მახლობლად, უკრაინის არმიამ დროშა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე აღმართა. უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგის ძალებზე შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს და ლუგანსკის ოლქებში.

წაკითხვა 165 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.