"დასავლეთს საბრძოლო მასალების პრობლემა გაუჩნდა“ - Die Press

„დასავლეთი არ აღმოჩნდა მზად ისეთი საომარი მოქმედებებისათვის, როგორიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რუსეთის ჯარების წინააღმდეგ.

ბოლო ათწლეულში ნატოს ბრძოლა ძირითადად ტერორიზმთან უხდებოდა, ანუ „ასიმეტრიულ მოწინააღმდეგესთან“ და სულაც არ ფიქრობდა საარტილერიო დუელებში მონაწილეობაზე. შესაბამისად, ალიანსის ქვეყნების არსენალები უკვე თითქმის დაცარიელებულია, დეფიციტის შევსება კი ვერ ხერხდება“, - ნათქვამია ავსტრიულ გაზეთ “დი პრესსეში“ (Die Presse) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „დასავლეთს საბრძოლო მასალების პრობლემა გაუჩნდა“ (ავტორები - იურგენ შტრაიჰამერი და ქრისტოფერ ზოტერი).

 

უკრაინელი სამხედროები ფრონტზე ყოველდღიურად 2 ათასიდან 4 ათასამდე ჭურვს ხარჯავენ. რასაკვირველია, საბრძოლო მასალების ასეთი  ინტენსიურობით ხარჯვა დასავლელი პარტნიორების არენალის შემცირებას იწვევს. ასევე ისიც ცხადია, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან შექმნილი ვითარებით. სახელმწიფოს წინაშე რთული კითხვა ისმება: „მზად არიან თუ არა ისინი, რომ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის შემცირების ხარჯზე, ქვემეხების ჭურვები უკრაინას მიაწოდონ?“.

 

დასავლეთი ნამდვილად არ იყო მზად ასეთი ინტენსიური სამხედრო მოქმედებებისათვის, რომლებიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, როცა ფაქტობრივად გამალებული შეიარაღების პროცესი შეწყდა, სამხედრო სფეროდან დიდი რაოდენობის ფულადი სახსრები გამოთავისუფლდა. მოგვიანებით, დასავლეთმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, იმ სიტუაციაში მძიმე ტექნიკით საომარი მოქმედებების - სატანკო და საარტილერიო ბრძოლების საჭიროება აღარ არსებობდა, ანუ ნატოს ქვეყნების არმიები ნამდვილი ბრძოლებისათვის აღარ ემზადებოდნენ. შედეგიც სახეზეა: გერმანიას, დღეს რომ, ვთქვათ, ომი დაიწყოს, თავისი საბრძოლო მასალები მხოლოდ ორიოდე დღის საომარი მოქმედებებისათვის ეყოფა. გერმანელი პოლიტიკოსები და იარაღის მრეწველები ერთმანეთს აბრალებენ - მე კი არა, შენ ხარ დამნაშავე, რომ ასეთი სიტუაცია არის შექმნილიო.

 

სამწუხარო ისაა, რომ ასეთ მდგომარეობაში მარტო გერმანული ბუნდესვერი კი არ არის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების არმიებიც.

 

ამჟამად ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მდებარე ნატოს სახელმწიფოების სამხედრო-სამრეწველო კომპანიები სწრაფ ზომებს იღებენ იარაღის საწარმოებლად, თუმცა იმ პირობით, რომ მათი გამოშვებული საბრძოლო მასალები აუცილებლად იქნება შესყიდული სახელმწიფოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს გარანტია უზრუნველყოფილი არ იქნება, კომპანიები დაზარალდებიან: რადგან იარაღით ვაჭრობა მკაცრი კონტროლის ქვეშაა, მათ პროდუქციის სხვაგან გაყიდვა გაუჭირდებათ.

 

რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელების შემთხვევაში იარაღის მწარმოებლებს წინ მომგებიანი წლები ელოდებათ, მაგრამ მათაც აქვთ პრობლემები: სიმძლავრეები შეზღუდულია, ბევრმა ქარხანამ პროფილი შეიცვალა და სამოქალაქო პროდუქციის გამოშვებაზეა გადასული, ამიტომ იარაღის დეფიციტის სწრაფი კომპენსირება რთულ ამოცანას წარმოადგენს. გარდა ამისა, კორონავირუსის პანდემიამ ნეგატიური კვალი სამხედრო წარმოებისათვის სხვადასხვა დეტალების მიწოდების ჯაჭვსაც დაამჩნია. თანაც, როცა რუსეთს სანქციები აქვს გამოცხადებული, კომპანიებს ალტერნატიული ნედლეულის ძიება უწევთ.

 

ასე რომ, დასავლეთს ყველა შემთხვევაში საარტილერიო ჭირვების დიდი დეფიციტი ემუქრება. როგორც ჩეხური თავდაცვითი კონცერნი CSG პროგნოზირებს, იარაღის არსენალების შევსება 10-დან 15 წლამდე მაინც დაჭირდება. დღეს უკრაინელები უფრო ნაკლები ინტენსიურობით ისვრიან, ვიდრე ორი კვირის წინ - იმიტომ, რომ საარტილერიო ჭურვების მარაგი უთავდებათ.

 

წყარო

წაკითხვა 204 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.