May 11, 2024

რუსეთი ბალისტიკური რაკეტების მარაგის ირანის დახმარებით შევსებას ცდილობს

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა დახარჯა საკუთარი ბალისტიკური რაკეტების, SS-26 „ისკანდერის“, მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ლაპარაკია რაკეტებზე, რომლებსაც შეუძლიათ 500 კილოგრამიანი ქობინის 500 კილომეტრის მანძილზე გადატანა. ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ მარაგის შევსებას რუსეთი ირანის დახმარებით გეგმავს.

 

„თუკი რუსეთი შეძლებს შეიარაღებაში მიიღოს ირანის წარმოების ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა, ის სავარაუდოდ გააგრძელებს და გააფართოებს თავდასხმის კამპანიას უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაციონალურ ინფრასტრუქტურაზე“, - ვკითხულობთ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მიერ 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ ყოველდღიურ ცნობაში.

 

9 დეკემბერს ბრიტანეთის დაზვერვა იტყობინებოდა, რომ რუსეთმა ირანისგან სავარაუდოდ უკვე მიიღო უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. „კამიკაძე დრონების“ ახალი პარტია.

 

NBC News-ის ცნობით, უპილოტო საფრენი მოწყობილობების სანაცვლოდ, რუსეთი ირანს უგზავნის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას და ასევე ვერტმფრენებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს. NBC News-მა ეს ინფორმაცია თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით, 9 დეკემბერს გაავრცელა. რესპონდენტებმა თეირანისადმი მოსკოვის მხარდაჭერის დონეს "უპრეცედენტო" უწოდეს.

 

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მიერ 10 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ ირანი რუსეთისთვის მნიშვნელოვან მოკავშირედ იქცა.

 

ირანისა და რუსეთის მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობა სახიფათოდ თვლის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ირანის ყველა მეზობლისთვის.

წაკითხვა 189 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.