May 12, 2024

მელიტოპოლში, დონეცკსა და ყირიმში მრავალი აფეთქება მოხდა, მათ შორის რუსეთის სამხედრო ყაზარმებში

მრავალი აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ მელიტოპოლში, დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკასა და ანექსირებულ ყირიმში, მათ შორის რუსეთის სამხედრო ყაზარმებში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინამ მელიტოპოლზე შაბათს სარაკეტო იერიში მიიტანა. ამასთან, ვრცელდება ცნობები რუსულ სახელმწიფო მედიაში, რომ კვირა დილით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაზე იერიში 20 რაკეტით განხორციელდა.

 

CNN-ის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, მათ შორის სამხედრო ყაზარმებში, მომხდარი მრავალი აფეთქების შესახებ.

 

რუსეთის მიერ მელიტოპოლში დანიშნული ე.წ. ოფიციალური პირების თქმით, ქალაქს ოთხი რაკეტა მოხვდა, დაიღუპა ორი და დაშავდა ათი ადამიანი.

 

როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინელი ოფიციალური პირები ყირიმსა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარი აფეთქებების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

წაკითხვა 203 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 11 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.