May 14, 2024

"დასავლეთთან მივედით სადგურზე, რომელსაც "კონფრონტაცია" ჰქვია" - დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობამ კონფრონტაციის წერტილს მიაღწია და მათ ამ პირობებში მოუწევთ ცხოვრება.

ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

 

„ჩვენ უკვე მივედით სადგურზე, რომელსაც "კონფრონტაცია" ჰქვია. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები, უნდა ვიყოთ ძლიერები და გვქონდეს უსაფრთხოების ხარისხი, რადგან ჯერ კიდევ უნდა ვიცხოვროთ ამ დაპირისპირების პირობებში“, - აღნიშნა პესკოვმა.

 

როგორც კრემლის პრესსპიკერმა დასძინა, დასავლეთის ქვეყნებს "არ მოსწონთ და ნამდვილად არ სურთ მოსწონდეთ რუსეთი".

წაკითხვა 183 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.