May 14, 2024

"ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა" - მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. წერილს საერთაშორისო მედია ავრცელებს. 

 

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და პუტინის მოსისხლე მტერი, რომელსაც თბილისში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საფრანგეთის პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს: „მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი თავისუფლებისთვის და რეფორმებისთვის საქართველოსა და უკრაინაში და რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ.

 

პუტინი მიმაჩნია ჩემს ერთ-ერთ მთავარ მტრად. ის საჯაროდ დამპირდა მოკვლას (…) ციხეში მომწამლეს. ვკვდები, ბევრი დრო არ დამრჩა,“ – სააკაშვილმა გაურკვეველი ხელნაწერი წერილი, რომელიც იწყებოდა აბრევიატურით SOS, „LE MONDE-ის“ თბილისელ კორესპონდენტს გაუგზავნა“, – აღნიშნავს მედია.

 

წაკითხვა 285 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.