May 14, 2024

"თურქულ რაკეტებს შეუძლიათ, ათენამდე მიაღწიონ" - ერდოღანი საბერძნეთს აფრთხილებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აფრთხილებს საბერძნეთს, რომ თურქულ რაკეტებს შეუძლიათ, ათენამდე მიაღწიონ, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა სამსუნში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და ახსენა თურქეთის მიერ წარმოებული ბალისტიკური რაკეტა „ტაიფუნი“.

„ახლა ჩვენ დავიწყეთ საკუთარი რაკეტების წარმოება. ცხადია, ეს აფრთხობს ბერძნებს. როდესაც ვამბობთ „ტაიფუნი“, ბერძნებს ეშინიათ და ამბობენ, რომ ეს რაკეტა მოხვდება ათენს. ცხადია, ის მოხვდება ათენს“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

„პოლიტიკოს“ ცნობით, „ტაიფუნი“ არის თურქული წარმოების მცირე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ოქტომბერში შავ ზღვაში გამოსცადეს.

 

„საბერძნეთი თუ არ იქნება წყნარად, თუ შეეცდებით იარაღის ყიდვას, მათ შორის ამერიკიდან, მაშინ ისეთი ქვეყანა, როგორიც თურქეთია, გვერდით არ გადგება, მას რაღაცის გაკეთება მოუწევს“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

„პოლიტიკო“ წერს, რომ თურქეთის რიტორიკა საბერძნეთის მიმართ ბოლო თვეებში ხისტი გახდა. ამის მიზეზად ანკარა საბერძნეთის მხრიდან ეგეოსის კუნძულებზე სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას ასახელებს.

 

გასულ კვირას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააფრთხილა საბერძნეთი, შეწყვიტოს ეგეოსის კუნძულების მილიტარიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანკარა საჭირო ნაბიჯების გადადგმით დაიმუქრა.

წაკითხვა 190 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.