May 14, 2024

"აშშ არ გაგზავნის სამხედროებს უკრაინაში, თუმცა გააგრძელებს დახმარების გაგზავნას"

აშშ არ გაგზავნის სამხედროებს უკრაინაში, თუმცა გააგრძელებს დახმარების გაგზავნას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

 

კითხვაზე, გეგმავს თუ არა მისი ადმინისტრაცია უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, ბაიდენმა აღნიშნა: „ვაგზავნით ჩვენს სამხედროებს უკრაინაში? არა, ჩვენ ვაგზავნით მასალებს, როგორც აქამდე, მილიონობით დოლარის ღირებულების“.

 

„სიენენის“ ცნობით, თეთრმა სახლმა კონგრესს კიევისთვის დამატებით 37,7 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა. ტელეკომპანიის მონაცემებით, 21,7 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის, ასევე სამხედრო, სადაზვერვო და სხვა სახის თავდაცვითი მხარდაჭერისთვის; 14,5 მილიარდი დოლარი – უკრაინის ბიუჯეტის პირდაპირი მხარდაჭერისთვის, 626 მილიონი დოლარი – უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სანავთობო რეზერვის მოდერნიზებისთვის, 900 მილიონი დოლარი – სამედიცინო დახმარებისთვის, მათ შორის გათავისუფლებული უკრაინელი ტყვეების რეაბილიტაციისთვის.

წაკითხვა 162 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.