May 13, 2024

ბელგიის პოლიციის ცნობით, ევროპარლამენტში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, 1,5 მილიონი ევროა ამოღებული

ბელგიის პოლიციის ცნობით, ევროპარლამენტში ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, 1,5 მილიონი ევროა ამოღებული.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ბელგიის პოლიცია ამოღებული თანხის ფოტოსაც ავრცელებს.

 

ამასთან, ბელგიის პროკურატურის ცნობით, ჩხრეკა ორი დღის განმავლობაში ცხრამეტ ადგილზე ჩატარდა. როგორც მედია წერს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლიდან ამოღებულია 600 000 ევრო, 150 ათასი ევრო აღმოჩენილია ევროპარლამენტარის ბინაში, ხოლო კიდევ 750 ათასი ევრო ამოღებულია ბრიუსელის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ფული ჩემოდანში იყო ჩადებული.

 

შეგახსენებთ, რომ ბელგიის პოლიციამ ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ოთხ ადამიანს წაუყენა ბრალი, მათ შორის არის ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი. მათ ბრალი ედებათ ქრთამის აღებაში, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობაში.

წაკითხვა 148 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.