May 13, 2024

"შემაშფოთებელია მსოფლიოში, საქართველოში გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდა"

საქართველოში გაერო-ს სააგენტოთა ჯგუფი, ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე ეროვნულ კონფერენციას მართავს.

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, შემაშფოთებელია როგორც მსოფლიოში, ასევე, საქართველოში ფემიციდის, გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აშშ-ს საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან.

 

„ეს კონფერენცია უკვე ათი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ქალთა და გოგონათა სოციალური, ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების განვითარების კუთხით. მოგეხსენებათ, გენდერული თანასწორობა არის პრეზიდენტ ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური ნაწილი. ჩვენთვის შემაშფოთებელია ზოგადად, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ფემიციდის და გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდა. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამ კუთხით ცნობიერება გაიზარდოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

წაკითხვა 190 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 15 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.