May 12, 2024

უკრაინის მიმართულებით რუსულმა ძალებმა მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

უკრაინის მიმართულებით რუსულმა ძალებმა, რიგით მეცხრე, მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისკენ 70-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. მათი დიდი ნაწილი, 60 რაკეტა, საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გაანეიტრალა, თუმცა ნაწილმა სამიზნეს მაინც მიაღწია, რის შედეგადაც დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები ჟიტომირის, კიევის, ხარკოვის, დნეტროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

 

ამასთან, ოთხი ადამიანი დაიღუპა კრივოი როგში. სარაკეტო თავდასხმების შედეგად ქალაქში 13 ადამიანი დაშავდა.

 

მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქვეყნის ნახევარს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

წაკითხვა 166 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 17 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.