May 14, 2024

"პუტინ, შეაჩერე ეს ომი!"- ოლაფ შოლცი

უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად, საჭიროა ვლადიმერ პუტინთან საუბარი,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

შოლცი ამბობს, რომ მას კვლავ სურს კრემლთან კომუნიკაციის არხი ღია იყოს, მიუხედავად წარმატების არც თუ ისე დიდი პერსპექტივისა.

 

„ჩვენი მიზანია, რომ რუსეთმა შეაჩეროს აგრესიული ომი და უკრაინამ დაიცვას თავისი მთლიანობა. ამისთვის „აუცილებელი იქნება იმის თქმა, იქნება ეს ტელეფონით, ვიდეო ჩართვით, თუ გრძელ მაგიდასთან, ჯერ კიდევ უნდა გავარკვიოთ “, - განაცხადა შოლცმა.

 

კანცლერის თქმით, რუსეთმა “უნდა აღიაროს, რომ ასე გაგრძელება არ შეუძლია... შეაჩეროს ომი, გაიყვანოს ჯარები და ამით შექმნას ურთიერთგაგების შესაძლებლობა".

 

„პუტინ, შეაჩერე ეს ომი!“ - მიმართა შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს.

წაკითხვა 130 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.