May 11, 2024

"აშშ ცდილობდა, შეეჩერებინა უკრაინელების დარტყმა იმ ობიექტზე, სადაც დაზვერვის ცნობით, რუსეთის გენშტაბის უფროსი იმყოფებოდა"-„ნიუ იორკ თაიმსი“

აშშ ცდილობდა, შეეჩერებინა უკრაინელების დარტყმა იმ ობიექტზე, სადაც დაზვერვის ცნობით, რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „ამერიკულმა დაზვერვამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე მოიპოვა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი უკრაინაში მიმდინარე ომის ფრონტის ხაზზე აპირებდა ჩასვლას, ვაშინგტონი შეეცადა ეს ინფორმაცია უკრაინელებისთვის დაემალა, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოხერხდა“.

 

როგორც გამოცემა წერს, აშშ სთხოვდა უკრაინას, არ მიეტანა იერიში იმ შტაბზე, სადაც გერასიმოვი იმყოფებოდა. საპასუხოდ კიევში განაცხადეს, რომ დარტყმა უკვე მიიტანეს.

 

როგორც „ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბარში ანონიმური წყარო ამტკიცებს, ვაშინგტონში მიაჩნდათ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის სიკვდილს შესაძლოა, რუსეთსა და აშშ-ს შორის ომი გამოეწვია.

 

ქალაქ იზიუმში მდებარე რუსულ სამხედრო შტაბზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. მაშინ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დარტყმის შედეგად გერასიმოვი დაიჭრა, თუმცა ეს ცნობები არავის დაუდასტურებია.

წაკითხვა 241 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 18 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.