May 14, 2024

"რვა დღეა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს დაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი"

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული ვითარების შესახებ წერს.

„რვა დღეა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს დაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი. ოჯახები ბლოკადის სხვადასხვა მხარეს ხვდებიან. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მოქალაქეები მოკლებულნი არიან მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებას“, – წერს ფაშინიანი.

 

ლაჩინის დერეფანი 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა გადაკეტეს. სწორედ ამ დერეფანზე გადის მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ერთმანეთთან დასაკავშირებელი ერთადერთი გზა.

წაკითხვა 149 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.