May 11, 2024

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განათლებაზე წვდომის შეზღუდვა ძალაში დაუყონებლივ შედის.

 

მოძრაობა „თალიბანმა“ გასულ წელს გოგონებს საშუალო სკოლაში განათლების მიღება აუკრძალა.

 

მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა გაერო-მ. გაერო-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შეზღუდვა ქალების უფლებებს არღვევს.

წაკითხვა 191 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.