May 12, 2024

"სახლში კარგი ამბებით ვბრუნდები" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „პეტრიოტის“ თავდაცვის სისტემები, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს, თამაშის წესებს შეცვლის და ეს იქნება „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების შესაქმნელად“.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე თავს იკავებს.მისი თქმით, საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაეხმარება ქვეყანას, დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და ენერგოსექტორი.

 

„მე კარგი ამბებით ვბრუნდები სახლში. პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოაცხადა თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ, დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. ამ პაკეტის უმნიშვნელოვანესი ელემენტია „პეტრიოტის“ სისტემები, ის, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას. ძალიან კარგი მოლაპარაკება და საუბარი გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც პრეზიდენტ ბაიდენთან განვიხილეთ და რასაც მომდევნო წელს ველით და რისთვისაც ვემზადებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, დაამტკიცოს 45-მილიარდიანი დაფინანსება, რომელიც, მისი თქმით, გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება.

 

მისივე თქმით, „რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა“.

 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, შეერთებულ შტატებში ჩავიდა იმისთვის, რომ უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოს პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს.

 

„ბოლო 30 დღის განმავლობაში უკრაინა და აშშ რეალური პარტნიორები და მოკავშირეები გახდნენ“, – აცხადებს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ ეს პარტნიორობა დღევანდელ მოლაპარაკებებში იგრძნობა.

წაკითხვა 174 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 22 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.