May 10, 2024

" აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ცდილობენ რუსეთზე გამარჯვება ბრძოლის ველზე მოიპოვონ"- სერგეი ლავროვი

შეერთებული შტატები და მისი ნატოელი მოკავშირეები ცდილობენ რუსეთზე გამარჯვება ბრძოლის ველზე მოიპოვონ, რათა ჩვენი ქვეყანა გაანადგურონ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოცემა TASS-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„კოლექტიური დასავლეთისა და მათი მარიონეტის, ზელენსკის ქმედებები ადასტურებს უკრაინის კრიზისის გლობალურ ხასიათს. საიდუმლო არ არის, რომ აშშ-ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების სტრატეგიული მიზანია რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვება ბრძოლის ველზე, როგორც ჩვენი ქვეყნის დასუსტების ან უფრო მეტი, განადგურების მექანიზმი. ჩვენი ოპონენტები ყველაფერს გააკეთებენ ამ მიზნის მისაღწევად” ,- განაცხადა ლავროვმა.

 

მისივე თქმით, „ცხელი კონფლიქტის“ ბენეფიციარი არის შეერთებული შტატები, რომელიც ცდილობს არსებული სიტუაციიდან მაქსიმუმის მიღებას როგორც ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად.

წაკითხვა 141 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.