May 16, 2024

ისრაელის ხელისუფლება მოქალაქეებისთვის იარაღის ტარების რეგულაციებს ამარტივებს

ისრაელის ხელისუფლება მოქალაქეებისთვის იარაღის ტარების რეგულაციებს ამარტივებს მას შემდეგ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა. მინისტრთა კაბინეტში მიაჩნიათ, რომ რიგითი მოქალაქეები იარაღის ტარების შემთხვევაში თავდაცვას დამოუკიდებლადაც შეძლებენ.

ახალი ზომები ასევე ითვალისწინებს თავდამსხმელის ოჯახის წევრებისთვის ბინადრობისა და სოციალური დაცვის უფლების ჩამორთმევას. დეტალებზე მინისტრთა კაბინეტი დღეს იმსჯელებს.

 

თავდასხმების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრი და სწრაფი რეაგირების პირობა დადო. ასევე, გაიზრდება ისრაელის არმიის შემადგენლობა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.

 

იერუსალიმში 27 და 28 იანვარს ორი თავდასხმა მოხდა. პირველ შემთხვევაში შეიარაღებულმა პირმა აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან ცეცხლი გაუხსნა გამვლელებს, რასაც შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. გუშინ კი 13 წლის მოზარდმა ორი ადამიანი დაჭრა. ის საპასუხო ცეცხლით გაანეიტრალეს და ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წაკითხვა 158 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.