May 16, 2024

"რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს" - კირილ ბუდანოვი

„რუსები ვერ გაბედავენ ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ ომში. რადგან მათ ესმით, რომ ეს გამოიწვევს მათი სახელმწიფოს დაშლას,“ - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

 

„რუსეთის ფედერაცია არის ქვეყანა, საიდანაც ბევრს შეიძლება მოელოდე, მაგრამ არა ბირთვულ დარტყმას. ეს არ მოხდება“, - აღნიშნა ბუდანოვმა. 

 

როგორც მან განმარტა, ბირთვული დარტყმა გამოიწვევს არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო დამარცხებას, არამედ მის დაშლას.

 

„და ეს მათ ძალიან კარგად იციან“, - დასძენს დაზვერვის უფროსი.

წაკითხვა 152 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 01 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.