იტალიის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას ცუნამის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

იტალიის ხელისუფლება ქვეყნის სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ცუნამის პოტენციური რისკის შესახებ აფრთხილებს.

კერძოდ, მოქალაქეებს მოუწოდებენ შემაღლებულ ტერიტორიებზე გადავიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დამატებით ინფორმაციას დაელოდონ.

 

„გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ცუნამის განგაშის ცენტრის მონაცემების საფუძველზე, სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა გამოსცა გაფრთხილება 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, რომლის ეპიცენტრი თურქეთსა და სირიას შორის მდებარეობდა, იტალიის სანაპიროზე შესაძლო ცუნამის ტალღების შესახებ. რეკომენდებულია ზღვისპირა ტერიტორიების დატოვება, უფრო მაღალ მიმდებარე ტერიტორიაზე გადასვლა და ადგილობრივი ხელისუფლების მითითებების დაცვა“, - აღნიშნულია იტალიის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 284 ადამიანი დაიღუპა თურქეთში და 237 - სირიაში. დანგრეულია ათობით შენობა და დაშავებულია ასობით ადამიანი.

წაკითხვა 699 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.