May 16, 2024

"შეძლებისდაგვარად მიწისძვრის ზონიდან გამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს” - გიორგი ჯანჯღავა

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ მიწისძვრის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანას შეეცდებიან.

ამის შესახებ ელჩი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ სტიქიის ეპიცენტრისკენ მიემართებიან:

 

„უკვე ადანაში ვართ. მივემგზავრებით სტიქიის ეპიცენტრისკენ. მოვინახულებთ ქართველ მაშველებს, დავარიგებთ დახმარებას და შეძლებისდაგვარად მიწისძვრის ზონიდან გამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს”, - წერს საქართველოს ელჩი „ფეისბუქზე“.

წაკითხვა 193 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.