"რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია" - ვლადიმერ პუტინი

ჩვენ არ ვიბრძვით უკრაინელ ხალხთან, ის თავად გახდა კიევის რეჟიმის მძევალი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებზე არავის უფიქრია.

 

„ისინი უბრალოდ სახარჯო მასალად გადააქციეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და პასუხისმგებლობა ამაზე კიევსა და დასავლეთის ელიტებზეა.

ერთი გარემოება ყველასთვის გასაგები უნდა იყოს - რაც უფრო მეტად შორი რადიუსის სისტემების მიწოდება მოხდება უკრაინისთვის, მით შორს გავხდებით იძულებული, რომ გავწიოთ საფრთხე ჩვენი საზღვრებიდან.

დასავლეთი მიზნად ისახავს ლოკალური კონფლიქტი გლობალური დაპირისპირების ფაზაში გადაიყვანოს. ჩვენ ეს ასე გვესმის და ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა პუტინმა.

 

ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია.

 

„რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია, ამიტომ აწარმოებენ სულ უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმას. გამუდმებით იტყუებიან, არ წყვეტენ თავდასხმას ჩვენს კულტურაზე, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე“,- განაცხადა პუტინმა.

წაკითხვა 163 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.