May 17, 2024

"იარაღის უკმარისობის გამო უკრაინას კონტრიერიშის დაწყება ჯერ არ შეუძლია"- ვოლოდიმირ ზელენსკი

იარაღის უკმარისობის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრიერიშის დაწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა The Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჯერ არ შეგვიძლია დაწყება. მათ [ჯარისკაცებს] ჯერ ვერ გავგზავნით”, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის კონტრიერიშთან დაკავშირებით, რომელიც გაზაფხულზე იგეგმებოდა.

 

მისივე თქმით, საჭიროა დამატებითი დახმარება - საბრძოლო მასალით და ავიაგამანადგურებლებით, ამიტომ სამხედროები უკრაინის პარტნიორებისგან ელიან მათ გადმოცემას.

 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ყოველდღე სამჯერ მეტ ჭურვს უშვებს, ვიდრე უკრაინა.

 

ცნობისთვის, ზამთარში უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ 2023 გაზაფხულზე უკრაინა დიდ კონტრიერიშს გეგმავს.

წაკითხვა 146 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.