May 16, 2024

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ ადასტურებს, რომ ვაგნერის“ მებრძოლებმა ბახმუტის ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტის ცენტრში წინ მიიწევენ და ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს. ამის შესახებ „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. ამგვარად, ინსტიტუტის ანალიტიკოსები ადასტურებენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას ბახმუტის ადმინისტრაციულ შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვის შესახებ.

ამასთან, პრიგოჟინი აღიარებს, რომ ქალაქის დასავლეთ ნაწილში უკრაინის ძალები რჩებიან.

 

„ომის შესწავლის ინსტიტუტში“ ვარაუდობენ, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები გააგრძელებენ ბახმუტის ცენტრალურ ნაწილზე კონტროლის გამყარებისა და ქალაქის დასავლეთით სვლის მცდელობებს.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელი სერგეი ჩერევატი ამბობს, რომ რუსეთის ძალები ბახმუტის დაკავებისგან შორს არიან. მისი ცნობით, ბახმუტის ადმინისტრაციული შენობის გარშემო ბრძოლებია.

 

უკრაინის გენშტაბის ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ ქალაქ ბახმუტისთვის აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს.

 

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გუშინ განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტის ადმინისტრაციულ შენობაზე რუსული დროშა აღიმართა და ბახმუტის ცენტრს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. ბახმუტის ცენტრში „ვაგნერის“ სამხედრო ჯგუფის შესვლას ოფიციალური კიევი არ ადასტურებს.

წაკითხვა 178 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 04 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.