"უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია"- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სხდომის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩავატარე სხდომა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, უკრაინისა და ნატო-ს პოტენციალების გაერთიანების გარდაუვალობის შესახებ. არსებითი სხდომა იყო - [ესწრებოდნენ] უმაღლესი რადას თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ოფისის საგარეო პოლიტიკური ბლოკი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი”, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

მან აღნიშნა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებისთვის შესაბამის ნაბიჯებზე მუშაობს.

 

„აშკარაა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია. კანონიერი ადგილი. არ გვინდა, რომ დაძველებული ილუზიები, რომლებიც აქამდე აკავებდა ალიანსისადმი ჩვენს მოძრაობას, ახლაც აგრძელებდნენ უკრაინისთვისა და პარტნიორებისთვის დროის წართმევას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

წაკითხვა 170 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.