May 14, 2024

“რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს”

რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს რაფაელ გროსის რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხელოვნურად შექმნილ კატასტროფის საფრთხეზე ესაუბრა.

 

„ჩერნობილის კატასტროფის წლისთავი ზუსტად ის დღეა, როდესაც ღირს მსოფლიოში ყველას შევახსენოთ, თუ რამდენად მყიფეა ჩვენი უსაფრთხოება. მით უმეტეს, როცა წელიწადზე მეტია ყოველდღე და ყოველ წუთს არსებობს რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილი რადიაციული კატასტროფის საფრთხე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

 

მხოლოდ უკრაინის სრულ კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეუძლია აღადგინოს სრული უსაფრთხოება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ ევროპაში, მთელ მსოფლიოში. რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს ისე, როგორც რუსეთის ფედერაცია და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

წაკითხვა 183 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.