"უკრაინელი ხალხი გახდა სახელმწიფო გადატრიალების და დასავლეთის გეგმების მძევალი"

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ომი კატასტროფაა მაგრამ ეს რუსეთის ფედერაციის მიერ არ დაწყებულა.

„გადაჭარბებული ამბიციები, ამპარტავნება და ნებაყოფლობითობა აუცილებლად გადაიქცევა ტრაგედიად. უკრაინელი ხალხი გახდა სახელმწიფო გადატრიალების და დასავლეთის გეგმების მძევალი, ეს არის უკრაინაში არსებული კატასტროფის მიზეზი“, - აღნიშნა პუტინმა.

 

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო. 

 

„ჩვენთვის, რუსეთისთვის, არ არსებობს მტრები როგორც დასავლეთში, ასევე, აღმოსავლეთში. დასავლური ელიტები კვლავ თამაშობენ ხალხზე, თესავენ ნაციონალიზმს, რათა უკარნახონ თავიანთი ნება, მათ დაავიწყდათ რა გამოიწვია ნაცისტების პრეტენზიებმა. მათი მიზანია მიაღწიონ ჩვენი ქვეყნის დაშლას და განადგურებას, გადალახონ მეორე მსოფლიო ომის შედეგები, საბოლოოდ დაარღვიონ გლობალური უსაფრთხოების სისტემა და საერთაშორისო სამართლის სისტემა და მოგუდონ განვითარების სუვერენული ცენტრი“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. 

წაკითხვა 240 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.