ზელენსკი ბერლინს სტუმრობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის შემდეგ გერმანიაში ჩავიდა.

უკვე ბერლინში ვარ“, - დაწერა მან კვირა დილით ტვიტერზე.

 

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

 

„იარაღი. ძლიერი პაკეტი. საჰაერო თავდაცვა. რეკონსტრუქცია. ევროპა. ნატო. უსაფრთხოება“, - წერს ზელენსკი.

 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს გერმანიაში ზელენსკის პირველი ვიზიტია.

 

გერმანულმა გამოცემა BILD-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური კადრები, სადაც ასახულია, რომ ზელენსკი გერმანიის თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა.

 

ვოლოდომირ ზელენსკის გერმანიაში კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიას გადასცემენ მისი და უკრაინელ ხალხის გმირობისთვის. დაჯილდოებას გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც დაესწრება.

 

13 მაისს უკრაინის პრეზიდენტი იტალიას სტუმრობდა, სადაც ქვეყნის პრემიერმინისტრს, პრეზიდენტსა და რომის პაპს შეხვდა.

წაკითხვა 149 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.