"კონტრშეტევისთვის მეტი დრო გვჭირდება, თუმცა არც ძალიან ბევრი"

უკრაინა კონტრშეტევის ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამზადებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან შეხვედროს შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, სამართლიანია თუ არა იმის თქმა, რომ მისი ქვეყანა ვერ დაიწყებს რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევას სანამ ის უფრო მოწინავე იარაღს არ მიიღებს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინას მეტი დრო სჭირდება კონტრშეტევის დასაწყებად.

 

„ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მეტი დრო. არც ძალიან ბევრი. გარკვეულ დროში მზად ვიქნებით“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს, თუმცა კონკრეტული დეტალების გაზიარებაზე უარი განაცხადა.

 

„არაფერი გვაქვს დაფარული ჩვენი მეგობრებისგან, მაგრამ გვაქვს საიდუმლოებები, რომელსაც ჩვენი მეზობლებისგან დაფარულად ვინახავთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

წაკითხვა 159 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 15 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.