უკრაინამ „ვაგნერელების“ და „კადიროველების" ტყვეობაში მყოფი მებრძოლები დაიბრუნა

უკრაინამ დაიბრუნა რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული კიდევ 95 მებრძოლი. ზოგიერთი მათგანი „ვაგნერელების“ და „კადიროველების" ტყვეობაში იყო.

ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, რთული მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს შეიარაღებული ძალების 51 სამხედრო, ეროვნული გვარდიის 29 მებრძოლი, 11 მესაზღვრე და 4 მეზღვაური. მათი ნაწილი რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ და ჩეჩნეთის მეთაურ კადიროვის კონტროლქვეშ მყოფი ბატალიონის, „ახმატის“ ტყვეობაში იყო. გათავისუფლებული არიან ქალაქ მარიუპოლის, კუნძულ ზმეინის და ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკის და სუმის ოლქების დამცველები.

 

უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ყოფილი ტყვეებიდან 4 მძიმედ დაჭრილია. ერთის წონა 30 კილოგრამითაა შემცირებული. რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ მებრძოლებს რეაბილიტაციის კურსს ჩაუტარებენ.

 

95 მებრძოლის სანაცვლოდ, უკრაინამ რუსეთს გადასცა 94 სამხედრო მოსამსახურე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლებული ტყვეები 11 ივნისს მოსკოვში ჩაიყვანეს.

 

უკრაინა და რუსეთი ტყვეებს გარკვეული პერიოდულობით ცვლიან. კიევის ინფორმაციით, ტყვეობიდან, საერთო ჯამში, გათავისუფლებულია 2500-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი.

წაკითხვა 216 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.