May 18, 2024

ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა

კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში და პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამბოხებამ აჩვენა ვლადიმერ პუტინის უუნარობა, შიდა საფრთხის მოსაგერიებლად თავისი ძალები დროულად გამოიყენოს.

 

„ამბოხებამ გამოავლინა რუსეთის უსაფრთხოების ძალების სისუსტე და აჩვენა პუტინის უუნარობა, გამოიყენოს თავისი ძალები დროულად შიდა საფრთხის მოსაგერიებლად და კიდევ უფრო დაანგრია მისი მონოპოლია ძალაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის სწრაფმა მსვლელობამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ნებისმიერი ფიგურის, სახელმწიფო საწარმოს და რუსეთის მთავრობის სხვა საკვანძო ფიგურების ყურადღება მიმართა იმ ფაქტისკენ, რომ სახელმწიფოსგან განცალკევებულ კერძო სამხედრო ძალებს შეუძლიათ შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა.

წაკითხვა 237 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.