May 3, 2024

"არსებობს სიგნალი, რომ შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს" - ზელენსკი

ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ პარტნიორებს, გააკეთონ გარკვეული დასკვნები ნატო-ს მომავალი სამიტის შეხვედრისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ყველა გადაწყვეტილება სამიტზე იყოს მიღებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას და ხაზს გაუსვამენ, რომ ქვეყნის მომავალი ნატო-შია.

„უკრაინა იქნება ნატო-ს ღირებული პარტნიორი ქვეყანა, რეალურად ევროპაში უძლიერესი შეიარაღებული ძალებით. უკრაინელების 90 პროცენტს სურს, იყოს ნატო-ს ნაწილი. უკრაინელების 90 პროცენტზე მეტს სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი. ომის დასრულების შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული დრო. ჩვენ შევიტანთ საჭირო ცვლილებებს ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში, რათა საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა კონტრშეტევაზეც და აღნიშნა, რომ ქვეყნის სურვილია, პროცესები სწრაფად წარიმართოს.

„ყველა ჩვენგანს გვსურს კონტრშეტევის უფრო სწრაფად წარმართვა, რადგან ყოველი დღე უკრაინელების ახალ დანაკარგებს ნიშნავს. ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ არ ვართ გაჩერებულები ერთ ადგილას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა რუსულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერზეც“. მისი თქმით, უკრაინას არ ეშინია პრიგოჟინის. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მათი შეიარაღებული ძალები უფრო ძლიერია, ვიდრე „ვაგნერის“ დაჯგუფება. მისივე თქმით, პრიგოჟინის ამბოხმა გამოავლინა პუტინის რეჟიმის სისუსტე და შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება მოხდეს.

„პუტინს არ აქვს სამხედრო ძალა რუსეთის შიგნით და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დაცული. არსებობს სიგნალი, რომ შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი აჯანყება, რევოლუცია მოხდეს. მეტიც, არის ბევრი ადამიანი, რომლებიც ასეთ ამბოხს მხარს დაუჭერდნენ“, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

წაკითხვა 193 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.