"თქვენი ნაკურთხი რაკეტა წმინდა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა" - ოდესის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი კირილს

ოდესაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მთავარეპისკოპოსმა ვიქტორმა რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით მიმართა.

წერილში სასულიერო პირი მოუწოდებს კირილს, ჩამოშორდნენ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. აღსანიშნავია, რომ წერილის ავტორი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირია და არა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც ავტოკეფალია 2019 წელს მიიღო.

 

"თქვენს ქადაგებებში არაერთხელ გისაუბრიათ წმინდა რუსეთის ერთიანობაზე, რომელსაც თქვენი კურთხევითა და საქმით, სრულად ანადგურებთ. სწორედ პირადად თქვენი კურთხევით, რუსეთის ფედერაციის სამხედროები დღეს ჩადიან უსაქციელობასა და გაცხადებულ ომს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენულ ტერიტორიაზე. შეწყვიტეთ სისხლისღვრა. თქვენი ეპისკოპოსები და მღვდლები აკურთხებენ ტანკებსა და რაკეტებს, რომლებიც ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ. თქვენს მიერ დალოცვილი რუსეთის ფედერაციის რაკეტა პირდაპირ წმინდათა წმინდა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა.

მივხვდი, რომ დიდი ხანია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას თქვენს აზროვნებასთან საერთო უკვე არაფერი აქვს. პირადი ამბიციების გამო, თქვენ დაკარგეთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და სხვა ეკლესიები წმინდა რუსეთის ქვეყნებში. მოვითხოვთ, ჩამოშორდეთ ჩვენს ეკლესიას, ეპისკოპოსებსა და წინამძღვარს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის არჩეული", - ნათქვამია წერილში.

 

შეგახსენებთ, 22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.

 

თავდასხმის შედეგად დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, დაინგრა ინფრასტრუქტურა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. რუსეთი კი ამტკიცებს, რომ რუსმა სამხედროებმა ოდესაში იერიში მხოლოდ იმ ობიექტებზე მიიტანეს, სადაც "რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა".

წაკითხვა 205 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.