"კრემლი ვეღარ იცავს რუსეთის მოსახლეობას" - ბრიტანული დაზვერვა

მოსკოვს უპილოტო თვითმფრინავები უტევს, რუსებისთვის გაწვევის ასაკი გაიზარდა, „ვაგნერელები“ კი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ბუნტს აწყობენ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კრემლი ვეღარ იცავს მოსახლეობას უკრაინასთან ომისგან, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. 

როგორც რეზიუმეშია აღნიშნული, რუსეთის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად გაიწვიოს მეტი კაცი ჯარში. 2023 წლის ივლისის შუა რიცხვებში სახელმწიფო დუმამ სამხედრო სამსახურისთვის გაწვევის მაქსიმალური ასაკი 27-იდან 30 წლამდე გაზარდა, ქვედა ზღვარი 18-მდე შეინარჩუნა.

გარდა ამისა, 24 ივლისს პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც თანდათან ზრდის ასაკობრივ ზღვარს რეზერვში გაწვევის უფლების მქონე პირთათვის, ხოლო უფროსი ოფიცრების მობილიზება უკვე შესაძლებელია 70 წლამდე.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ამან შეიძლება უზრუნველყოს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისთვის ხელმისაწვდომი ჯარების რაოდენობის სწრაფი ზრდა.

„იძულებითი ბრძოლა, დრონების თავდასხმები მოსკოვზე, რეპრესიების განსაკუთრებული დონე და „ვაგნერის“ ბოლო აჯანყება აერთიანებს რუსეთის სახელმწიფოს უუნარობას დაიცვას მოსახლეობა ომისგან“, - ნათქვამია ბრიტანეთის სამინისტროს განცხადებაში. 

წაკითხვა 227 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 01 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.