მოსკოვის რაიონში ორი დრონი ჩამოაგდეს - ერთ-ერთი მარგარიტა სიმონიანის სახლთან ჩამოვარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი დრონები რუზსკის რაიონის პოკროვსკოეს დასახლებასთან ჩამოვარდა, მეორე კი ისტრას რაიონის ტერიტორიაზე. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

მომხდარს გამოეხმაურა რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი. მისი თქმით, ერთ-ერთი დრონი მის სახლთან ჩამოვარდა.

 

"ისტრას რაიონში ჩამოგდებული დრონი ჩვენს გვერდით ქუჩაზე დაეცა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის წყალობით, მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე", - წერს სიმონიანი ტელეგრამზე.

წაკითხვა 207 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.