May 14, 2024

"თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე ემუქრება"

რუსული ბოროტება ტკივილითა და სიკვდილით ესხმის თავს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებს. ისინი ღიად ამბობენ, რომ უკრაინა საკმარისი არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე ემუქრება.

 

„მოგვიანებით, ჩვენი ქვეყნის შემდეგ, მათ სურთ ტანჯვა ევროპასა და მსოფლიოში გადაიტანონ. დარწმუნებული ვარ, გესმით ეს მოსკოვიდან. რუსეთის ყველა მეზობელს საფრთხე ემუქრება, თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს. მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები - თითოეული მათგანი შეიძლება გახდეს სამიზნე რაკეტებისთვის, ან დაქირავებული მებრძოლებისთვის ან დესტაბილიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას გრძნობთ, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს! მინდა, რომ ნახოთ, გესმოდეთ, იგრძნოთ - უკრაინა გაიმარჯვებს!“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, როდესაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, მას მხოლოდ ჯავშანტექნიკის კოლონების სიგრძის, სისასტიკის და ძალადობის სჯეროდა, ამიტომაც არის ის სუსტი.

 

„როდესაც პუტინმა უკრაინაში შემოჭრა, მას მხოლოდ მისი ჯავშანტექნიკის კოლონების სიგრძის სჯეროდა, რუსული რაკეტების აფეთქების ძალის სჯეროდა, სჯეროდა, რომ სისასტიკეს შეუძლია გადაწეროს მთელი კონტინენტის ისტორია, შეუძლია ამ ისტორიის წაშლა. მხოლოდ ძალის სჯეროდა, ძალის ადამიანობის გარეშე, ენდობოდა ძალადობას და ამიტომაც არის უფრო სუსტი. ჩვენ გვჯერა რაღაც სრულიად განსხვავებულის და ამიტომაც ვძლიერდებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

წაკითხვა 182 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.