May 14, 2024

აშშ საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

მინსკში აშშ-ის საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ბელარუსში გამგზავრებისგან, ხოლო მათ, ვინც უკვე ბელარუსში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.

„არ იმოგზაუროთ ბელარუსში იმის გამო, რომ ბელარუსის ხელისუფლება ხელს უწყობს უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმას, ბელარუსის ტერიტორიაზე ხდება რუსული სამხედრო ძალების მობილიზება, ხორციელდება ადგილობრივი კანონების თვითნებური აღსრულება, არსებობს სამოქალაქო არეულობის პოტენციალი, დაკავების რისკი და საელჩოს ბელარუსში მცხოვრებ ან მყოფ შეერთებული შტატების მოქალაქეების დახმარების შეზღუდული შესაძლებლობები აქვს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

 

აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებენ, ბელარუსი დატოვონ ლიეტუვასა და ლატვიასთან ღიად დარჩენილი სასაზღვრო გამშვები პუნქტების საშუალებით, ან თვითმფრინავით.

 

შეგახსენებთ, ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარზე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ორი დროებით დახურა. პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები საზღვარზე არსებული ვითარებით მას შემდეგ შეშფოთდნენ, რაც გასულ თვეში, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ასობით დაქირავებული მებრძოლი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევით ქვეყანაში ჩავიდა. გარდა ამისა, გააქტიურდა ბელარუსის უშიშროების ძალების დახმარებით არალეგალი მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობები.

წაკითხვა 202 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 22 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.