May 17, 2024

"უკრაინაში ომს შეერთებული შტატები მართავს - ისინი ჩვენს წინააღმდეგ ომს აწარმოებენ"- სერგეი ლავროვი

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს შეერთებული შტატები მართავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი მტკიცებით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ხელით იბრძვის.

 

„ხდება ის, რომ უკრაინას მრავალი წელი ამზადებდნენ, რათა მისი ხელითა და სხეულით ეწარმოებინათ ბრძოლა რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მისაყენებლად. რაც არ უნდა თქვან, ისინი მართავენ ამ ომს, აწვდიან იარაღს, საბრძოლო მასალას, დაზვერვის მონაცემებს, თანამგზავრებიდან მონაცემებს - ისინი ჩვენს წინააღმდეგ ომს აწარმოებენ", - განაცხადა ლავროვმა.

წაკითხვა 189 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.