May 17, 2024

"ჩვენი პრიორიტეტია და გვსურს ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან რაც შეიძლება მალე"- ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთი და აზერბაიჯანი 5 ოქტომბერს გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე არანაირი დოკუმენტის ხელმოწერას არ გეგმავენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

კერძოდ, კითხვაზე, იგეგმება თუ არა რაიმე დოკუმენტის ხელმოწერა სამიტის დროს, ფაშინიანმა უპასუხა, რომ ”სამწუხაროდ, არა”.

 

"სამშვიდობო დღის წესრიგი ჩვენი პრიორიტეტია და გვსურს ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან რაც შეიძლება მალე, მაგალითად, წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში. და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ძალიან მინდა ვთქვა, რომ დოკუმენტის გაფორმება იგეგმება გრანადაში, მაგრამ, სამწუხაროდ, არა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ინტენსიურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს და მივაღწევთ საკითხის გადაწყვეტას“, - განაცხადა ფაშინიანმა.

 

კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ შესაძლებელია სამშვიდობო ხელშეკრულების წლის ბოლომდე ხელმოწერა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ფაშინიანმა უპასუხა, რომ ყოველთვის შესაძლებლად თვლის, რადგან ასეთ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პოლიტიკური ვალდებულება აიღო.

 

"რაც უფრო ჭიანურდება ეს ხელშეკრულება, მით უარესია ჩვენი პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით. ჩემი საქმეა, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ეს შესაძლებელი იყოს არსებული რეალობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ფაშინიანმა და იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია შეიცვლება.

წაკითხვა 249 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.