May 16, 2024

"საერთაშორისო ამინისტია"- ირანი აგრძელებს დემონსტრანტებზე "საზარელ ზეწოლას"

უფლებადამცველი ორგანიზაცია, "საერთაშორისო ამინისტია" აცხადებს, რომ ირანის ოფიციალური პირები აგრძელებენ "რეპრესიების სასტიკ კამპანიას", რომელიც წინა თვეში ჩატარებულ პროტესტს მოჰყვა. პროტესტის დროს 304 ადამიანი მოკლეს.

 

განცხადებაში, რომელიც უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წერია, რომ ძალოვანები აგრძელებენ "საზარელ ზეწოლას" მოსახლეობაზე. აპატიმრებენ ათასობით დემონსტრანტს, ჟურნალისტს, ადამიანის უფლებათა დამცველსა და სტუდენტს, რათა "შეაჩერონ ისინი და არ მისცენ საშუალება ილაპარაკონ ირანის დაუნდობელ რეპრესიებზე."

 

 

პროტესტი ირანში ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ საწვავზე ფასს ზრდიდა.

 

 

https://www.amerikiskhma.com/

წაკითხვა 517 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.