May 16, 2024

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ რეორგანიზაცია მიმდინარეობს -ბიბისი

ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ რეორგანიზაცია მიმდინარეობს და ის თანდათან უფრო ძლიერდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ქურთ და დასავლელ დაზვერვის სამსახურების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.

„მათი მებრძოლები უფრო გაწვრთნილები და საშიშები არიან, ვიდრე ალ-ქაიდა. აქვთ უკეთესი ტექნიკა, ტაქტიკა და მეტი ფული. მათ შეუძლიათ შეიძინონ ავტომობილები, იარაღი, საკვების მარაგები და აღჭურვილობა. ისინი ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც უფრო საზრიანები არიან,“- აცხადებს ერაყის ქურთისტანის კონტრ-ტერორისტული სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ლაჰურ თალაბანი.

 

მისივე თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ბოლო დროს თავდასხმები და მოქმედებები გაააქტიურეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რეორგანიზაცია დასასრულს უახლოვდება.

 

ლაჰურ თალაბანი აცხადებს, რომ ახალი ტიპის „ისლამური სახელმწიფო“ წარმოიქმნა, რომელსაც თავის დაცვის მიზნით ტერიტორიის კონტროლი აღარ სჭირდება და ამის ნაცვლად ექსტრემისტები იატაკქვეშეთს - ერაყის ჰამრინის მთებს აფარებენ თავს.

 

„ეს მთები, რომლის გაკონტროლება ერაყის არმიისთვის სირთულეს წარმოადგენს, „ისლამური სახელმწიფოს“ ჰაბი გახდა,“ - განაცხადა თალაბანიმ.

 

მისივე თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ დღითი დღე მყარად იკიდებს ფეხს ჩრდილოეთ ერაყში, მდინარე ტიგროსსა და დიდ ზაბს შორის არსებულ არაკონტროლორებად ტერიტორიაზე, სადაც ცოტა ხნის წინ სირიიდან 100 მებრძოლიც გადმოვიდა, რომელთა შორის რამდენიმე შაჰიდის ქამრიანი უცხოელიცაა.

 

ქურთისტანის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, „ისლამურ სახელმწიფოს“ ერაყში დაახლოებით ოთხი-ხუთი ათასი მებრძოლი და ამავე რაოდენობის მიმდევარი და აგენტი ჰყავს.

 

ლაჰურ თალაბანი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას შეშფოთების საფუძველი ნამდვილად აქვს, ვინაიდან რაც უფრო კომფორტულად იგრძნობენ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ერაყსა და სირიაში თავს, მით მეტს იფიქრებენ ისინი ამ ქვეყნების ფარგლებს გარეთ ოპერაციების განხორციელებაზე.

წაკითხვა 465 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.